განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის № 202 უსინათლო ბავშვთა სკოლას ეწვია და ბრაელის საბეჭდი მანქანა, ბრაელის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები და ტაქტიკური სასწავლო მასალა გადასცა. ტექნიკისა და სასწავლო მასალების შეძენა "იუნისეფის" მიერ დაფინანსებული გრანტის ფარგლებში განხორციელდა. ამავდროულად, გადმზადდნენ პედაგოგები, რომლებიც პრინტერთან იმუშავებენ.
თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლაში 46 ბავშვი სწავლობს, მათგან 23 პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. სკოლა მოსწავლეების სოციალურ ადაპტაციაზეა ფოკუსირებული.
№202 უსინათლო ბავშვთა სკოლის კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად წარმატებით აბარებენ. მათთვის საგამოცდო მასალა ბრაილის შრიფტზეა ადაპტირებული.