ბაღდადში, ქალაქის შიიტურ უბნებში, აფეთქებების სერია მოხდა. პოლიციის წარმომადგენლების თქმით, აფეთქებების შედეგად, რომელიც ავტომობილში დამონტაჟებული ბომბით განხორციელდა, მინიმუმ 23 ადამიანი დაიღუპა და 70 დაიჭრა.
ძალადობის მაჩვენებელი ერაყში მნიშვნელოვნად დაეცა 2006-07 წლებთან შედარებით, თუმცა, ასეთი ფაქტები იშვიათობაც არ არის. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, ერაყში შიიტებსა და სუნიტებს შორის წინააღმდეგობა გაძლიერდა.