უკანასკნელი მონაცემებით, აფეთქების შედეგად ქალაქ კვეტში, პაკისტანის ბელუჯისტანის დედაქალაქში, 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 200-მა სხეულის დაზიანება მიიღო.
პოლიციის განცხადებით, თითქმის ყველა დაზარალებული - შიიტია, რომლებიც სუნიტურ პაკისტანში უმცირესობად ითვლებიან. დაჭრილთა შორის ბევრი ბავშვი და ქალია. პასუხისმგებლობა აფეთქებაზე ექსტრემისტულმა სუნიტურმა დაჯგუფებამ, „ლაშკარ ალ-ჯანგავიმ" აიღო.