ავღანეთში ნატოს ძალების მეთაური, გენერალი ჯოზეფ დანფორდი ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის განცხადების მხარდასაჭერად გამოვიდა, ნატოს ავიაციის, სამხედრო ოპერაციების დროს, დასახლებულ პუნქტებში ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მხარდასაჭერად გამოყენების აკრძალვის თაობაზე.
გენერალ დანფორდის განცხადებით, საერთაშორისო ძალების კოალიციას ავღანური შენაერთების მხარდაჭერა სხვა მეთოდებითაც შეუძლია. გენერალმა დასძინა, რომ ნატოს ძალებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.
პრეზიდენტმა კარზაიმ ნატოს ავიაციის გამოყენება მას შემდეგ აკრძალა, რაც პროვინცია კუნარში, ღამის ავიარეიდის დროს, 10 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, ძირითადად, ქალები და ბავშვები.
მასალის გამოყენების პირობები