დღეს, 18 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილა გაიმართება.
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის საკანონმდებლო ინიციატივას საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის, ასევე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. დეპუტატების წინაშე მოხსენებით თავად გიორგი ბარამიძე წარსდგება.
კანონპროექტის მიზანია, კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ქვეყნის მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და კურსის უცვლელობა კანონის ძალით დადასტურდეს.
კანონპროექტით იკრძალება, რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთების საქართველოში განლაგება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა.
ასევე, კანონპროექტით, საქართველო ინარჩუნებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ისწრაფვის დეოკუპაციის პროცესის დასაჩქარებლად.
ამავე კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ არასდროს უნდა აღიაროს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტისსხდომის დღის წესრიგის გათვალისწინებით, განხილვის საგანი იქნება ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით კომიტეტის ხელმძღვანელის თედო ჯაფარიძის მიერ მომზადებული ე.წ. 14-პუნქტიანი დოკუმენტის სამუშაო ვარიანტიც.