ისრაელში ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ავიგდორ ლიბერმანის სასამართლო იწყება. მას ბრალი ედება ტყუილში და საზოგადოებრივი ნდობის ბოროტად გამოყენებაში. ლიბერმანს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ისრაელის მედია ვარაუდობს, რომ ლიბერმანი სასამართლოში მის წინააღმდეგ წყენებული ბრალის უარყოფას შეეცდება.
რამდენიმე ხნის წინ ქვეყნის პროკურატურამ დახურა კიდევ ერთი საქმე ლიბერმანის წინააღმდეგ, რომელიც ფულის გათეთრებას ეხებოდა.
ლიბერმანმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც მას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი.