"დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თქვენს სამშობლოს მოახმართ მთელს თქვენს ნიჭს, ცოდნას, ახალგაზრდულ ენერგიას და შემართებას", _განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფილარმონიაში გამართული ყრილობაზე ახალგაზრდობისადმი მიმართვისას.
"მივმართავს ახალგაზრდებს, ჩვენს შვილებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს - ბევრი სამშობლოში იღებთ ცოდნას, ზოგი თქვენგანი საზღვარგარეთ სწავლობს. თქვენ ხართ ჩვენი ღირსეული წინაპრების საქმის გამგრძელებლები და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თქვენს სამშობლოს მოახმართ მთელს თქვენს ნიჭს, ცოდნას, ახალგაზრდულ ენერგიას და შემართებას. ჩვენ კი გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ისეთ სამოქალაქო საზოგადოებას შევქმნით, ისეთ სახელმწიფოს ავაშენებთ, რომელიც ყველას მისცემს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას", _ განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისათვის.
"ახლა კიდევ ერთი გადამწყვეტი ბრძოლა გვაქვს მოსაგები ყველას ერთად - საქართველოს კეთილდღეობისათვის ბრძოლა იმისათვის, რომ ყველა ოჯახი გაიმართოს წელში და ღირსეულად იცხოვროს თავის საყვარელ სამშობლოში", _ განაცხადა ივანიშვილმა.