საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფილარმონიაში გამართული ყრილობის დროს სიტყვით გამოსვლისას ბიზნესმენების მიმართვისას განაცხადა, რომ ისინი თავისუფალნი არიან და სახელმწიფო მათ საქმიანობაში არ ჩაერევა.
"თქვენ გაქვთ სრული თავისუფლება. სახელმწიფო არ ჩაერევა თქვენს საქმიანობაში და არც არავის მისცემს ამის უფლებას", _ განაცხადა ივანიშვლმა და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში მას ექნება შეხვედრა ბიზნესმენებთან სადაც ამ საკითხებზე დეტალურად ისაუბრებს.