ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად საერთო სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, - - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფილარმონიაში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები ომი უკვე გამოვიარეთ და კარგად გვესმის მშვიდობის ფასი. განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფილარმონიაში გამართულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
"ჩვენ უნდა გამოვნახოთ ერთმანეთის გულებისაკენ მიმავალი გზები. ერთმანეთის პატიება უნდა შევძლოთ და ავაშენოთ საერთო სახელმწიფო რომელიც სამშობლო იქნება ყველასათვის", _ განაცხადა ივანიშვილმა.