"კონსტიტუცია აუცილებლად გადაიხედება", _ განაცხადა ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფილარმონიაში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ სამწუხაროდ კონსტიტუცია ბევრ ხარვეზს შეიცავს.
" კონსტიტუცია არ შეიძლება იყოს კონკრეტულ კაცსა და ვითარებაზე მორგებული. კონსტიტუციაში არ შეიძლება იყოს ისეთი აბსურდული ჩანაწერი, რომელიც მაგალითად მე როგორც საფრანგეთის მოქალაქეს მაძლევს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებას ხოლო თუ იგივე მოქალაქე ამავე დროს საქართველოს მოქალაქეც გახდება მას უზღუდავს ამ უფლებას, ისევე როგორც პარტიის თავმჯდომარის უფლებას, ამიტომაც დღეს მოგეხსენებათ მხოლოდ საპატიო თავმჯდომარედ ამირჩიეს. მე უფლება არა მაქვს ვიყო პარტიის თავმჯდომარე და ეს აბსურდია", _ განაცხადა ივანიშვილმა.