სტრასბურგში რუსეთისა და საქართველოს დელეგაციების შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით გაიმართა. განცხადება ამის შესახებ დღეს რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
თავისი ქართველი კოლეგის თედო ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, იმის შესახებ, რომ შეთანხმება რუსეთისა და საქართველოს პარლამენტების მიერ არაფორმალური სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ არ ყოფილა პუშკოვმა განაცხადა, რომ "შეხვედრისას საუბარი მიმდინარეობდა იმაზე, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის სესიაზე ჩატარდეს რუსი და ქართველი პარლამენტარების ვიწტო არაფორმალური შეხვედრა".
"როგორ ვუწოდებთ ამას - ეს უკვე სხვა საკითხია. თუ ქართული მხარე სხვა ფორმატს ანიჭებს უპირატესობას ჩვენ მზად ვართ ეს განვიხილოთ. ამგვარი შეხვედრისათვის მდგომარეობა უნდა მომწიფდეს. ჩვენ არსად გვეჩქარება. კარგ ღვინოს დაუმწიფებელი ყურძნიდან ვერ გააკეთებ", _ განაცხადა პუშკოვმა.