ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ორგანიზებით ხვალ, 17 თსებერვალს, 10.00 საათზე სასტუმრო "რედისონ"-ში დევნილთა მიმართ სახელმწიფო გეგმის განხორციელებაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე შეაჯამებენ 2009 წლის წარმატებულ მხარეებს, იმსჯელებენ პრობლემებსა და ხარვეზებზე. ასევე, განაახლებენ 2010 წლის გეგმებს. სამუშაო შეხვედრას სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებები, დონორები, საერთაშორისო ირგანიზაციები, ელჩები და დევნილები დაესწრებიან.
სამუშაო შეხვედრას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი 10.00 საათზე გახსნის და 17.00-ზე დახურავს.