ოლიმპიური თამაშების სამხრეთ აფრიკელი მონაწილე ოსკარ პისტორიუსი მეგობარი გოგონას, რივ სტეენკამპის მკვლელობით ბრალდებით დააკავეს. ამ ინფორმაციამ სამხრეთ აფრიკა შეძრა, სადაც პიტორიუსი დიდი ხანია ეროვნული გმირი გახდა. წინასწარი მონაცემებით, სპორტსმენმა, რომელიც სახლში დაბრუნდა, სტეენკამპი მძარცველად მიიღო და ესროლა. ქალმა ჭრილობა მკლავსა და თავში მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
სამხრეთ აფრიკული მედიის ცნობით, ტრაგედია ადრიან დილით პრეტორიაში, პრესტიჟულ საცხოვრებელ კომპლექსში მოხდა. ვარაუდობენ, რომ რივას სტეენკამპისათვის წმინდა ვალენტინის დღეს სიუპრიზი უნდა გაეკეთებინა, თუმცა, სპორტსმენს ის მძარცველი ეგონა და ცეცხლი გაუხსნა. 30 წლის ფოტომოდელმა რამდენიმე ჭრილობა მიიღო და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა.
სამხრეთ აფრიკაში დანაშაულის რიცხვი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში, ბევრი მოქალაქე სახლში ცეცხლსასროლ იარაღს ინახავს, რათა მზად იყოს თავდასხმისათვის.
რაც შეეხება ოსკარ პისტორიუსს ის ცნობილია არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში თავისი სპორტული მიღწევების შედეგად. ის ორივე წვივის გარეშე დაიბადა, თუმცა, თანამედროვე პროთეზის წყალობით არა მხოლოდ სიარული, არამედ, სირბილიც და მსოფლიოს წამყვან სპორტსმენებთან შეჯიბრიც შეძლო. წლების განმავლობაში ის სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობდა და მრავალი მედალიც მოიპოვა, რის შემდეგად, თავის ქვეყანაში ცოცხალ ლეგენდად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები