პენტაგონმა ახალი ჯილდო დააწესა იმ სამხედრო მოსამსახურეებისათვის, ვინც კომპიუტერულ სფეროში მოღვაწეობს. მედლით დაჯილდოვდებიან უპილოტო საფრენი აპარატების მმართველები და ჰაკერები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.
„მე თავად ვარ მოწმე იმისა, თუ როგორ გადაწყვიტა ომის ბედი თანამედროვე ტექნოლოგიებმა და კიბერსისტემამ. ახალი ჯილდო 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური რეალიების ცვლილებას გამოხატავს", - განაცხადა ლეონ პანეტამ.
ჯილდო რანგით მეათე გახდება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ჯილდოების ჩამონათვალში, თუმცა, ის იქნება ერთადერთი მედალი, რომელითაც შეიძლება პიროვნება დაჯილდოვდეს ისე, რომ მას მონაწილეობას არ ჰქონდეს მიღებული საბრძოლო მოქმედებებში. მედალი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იქნება გაცემული.