. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რიჩარდ ჰოლბრუკის თბილისში დაგეგმილ ვიზიტს "აშშ-ს მიერ საქართველოსადმი პოზიტიური დამოკიდებულებისა და მხარდაჭერის დემონსტრირებად" აფასებს.
"აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი პაკისტანსა და ავღანეთში რიჩარდ ჰოლბრუკი აშშ-ს ადმინსიტრაციაში არის პიროვნება, რომელსაც ჩაბარებული აქვს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციების მანდატი და მისი საქართველოში სტუმრობა, გარკვეულწილად პოზიტიური დამოკიდებულების და მხარდაჭერის დემონსტრირებაა", - განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, ბაქრაძის განმარტებით, მასზე საუბარი ნაადრევია, თუმცა აქვე განმარტავს, რომ სავარაუდოდ, ქართული მხარე ჰოლბრუკთან ავღანეთში მიმდინარე ოპერაციებსა და მათში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე ისაუბრებს.
აშშს სპეციალური წარმომადგენლის პაკისტანსა და ავღანეთში რიჩარდ ჰოლბრუკის ვიზიტი საქართველოში 22 თებერვალს იგეგმება.