თურქეთის ხელისუფლებამ ისრაელის სამართალდამცავებს აშკელონის 35 წლის მცხოვრები, გაი ჰასიდი გადასცა. მას ბრალი ქალებით ვაჭრობასა და ევროპაში ყველაზე მსხვილი საროსკიპოს მფლობელობაში ედება.
ებრაელი გამომძიებლების მონაცემებით, დამნაშავე კვიპროსის თურქეთის ნაწილში უკანასკნელი წლების განმავლობაში ცხოვრობდა და აქ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ქალები გადმოჰყავდა, რომელთაც პროსტიტუციაში ჩაბმას აიძულებდა.
ჰასიდის მიმართ გამოძიება ერთდროულად ოთხ ქვეყანაში - ისრაელში, თურქეთში, რუსეთში და უკრაინაში მიმდინარეობდა. პოლიციელებმა შეძლეს შეეგროვებინათ ასობით დაზარალებული ქალის ჩვენება, რომლებიც ყვებოდნენ, თუ როგორ გადაიყვანა ისინი ჰასიდმა საზღვარზე და შემდეგ პროსტიტუციაში ჩაბმა აიძულა.
დამნაშავეს თურქეთში 18 წელი თავისუფლების აღკვეთა ელოდა, თუმცა, შემდეგ გადაწყდა, რომ ის ისრაელისათვის გადაეცათ.