რომის პაპმა ბენედიქტ მე-16-ემ, კათოლიკური ეკლესიის მეთაურის რანგში, თავისი უკანასკნელი მესა ჩაატარა. ცერემონია რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში შედგა. ღვთისმსახურების დასასრულს, ლიტურგიის მონაწილეებმა რომის პაპს ოვაციები გაუმართეს. კარდინალებმა და ეპისკოპოსებმა, პატივისცემის ნიშნად პონტიფიკის წინაშე თავსაბურავები მოიხადეს. უამრავ მორწმუნეს თვალზე ცრემლები ჰქონდა - აღნიშნავს „ბი-ბი-სი".
რომის პაპი თავისი მოვალეობის აღსრულებას 28 თებერვლის 17:00 საათამდე შეასრულებს. 27-ში კი ის წმინდა პეტრეს მოედაზე საჯარო აუდიენციას მოაწყობს. ვატიკანმა ახალი პაპი თვენახევრის შემდეგ უნდა აირჩიოს.
შეგახსენებთ, რომ ბენედიქტ მე-16-მ თავისი გადაწყვეტილების შესახებ 11 თებერვალს გამოაცხადა, რაც საზოგადოებისთვის სრული მოულოდნელობა გახდა. უკანასკნელად, რომის პაპის გადადგომა 1415 წელს მოხდა.