ხვალ, 17 თებერვალს, თბილისის რამდენიმე ქუჩას ერთი დღით წყალმომარაგება შეეზღუდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი კაიროს ქუჩაზე გამავალ 600 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ამის გამო ხვალ 11:00-დან 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: მოსკოვის გამზირს, კაიროს, ქინძმარაულის, მარელისის, ოცხელის, ნაკადულის და მათ მიმდებარე ქუჩებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში სასმელ წყალს დაბალი წნევით მიიღებს ბოგდან ხმელნიცკის, ჩოლოყაშვილის, წულაძის, დოდაშვილის და მათი მიმდებარე ქუჩები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის ქსელების ექსპლუატაციის სამსახური ხვალ დილიდან შეუდგება.