"ლეიბორისტული პარტია" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე პასუხიმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს. ამის შესახებ დღეს "ლეიბორისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ძაგანიამ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ძაგანიამ ომის დაწყებაში სააკაშვილი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და ამის არგუმენტად ალანა გაგლოევას ბებიის ისტორია მოიყვანა.
"როცა პრეზიდენტი საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ცდილობს გაგლოევას ბებიის ცხინვალიდან გამოყვანს, ეს ნიშნავს, რომ მან წინასწარ იცის ომის დაწყების თარიღი", - კახა ძაგანია