.პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის არასაპარლამენტო ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შეფასებისგან თავს იკავებს.
"შესძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ მივესალმებით, დაგეგმილი არჩევნების კონკურენტულ გარემოში, რეალური კონკურენციის პირობებში წარმართვას, რაც, უპირველესად, კარგია თავად ქვეყნისთვის და დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის", - განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ხელისუფლება მზად არის ოპონენტებთან საარჩევნო კონკურენციისთვის.
არასაპარლამენტო ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ განცხადება გუშინ, "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.