სირიის კონფლიქტში დაღუპულთა რაოდენობამ 70 ათას ადამიანს მიაღწია. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი" გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის, ნავი პილაის მოხსენებაზე დაყრდნობით იტყობინება.
სამოქალაქო ომის დროს დაღუპულთა რაოდენობის დასახელებისას, პილაიმ გაეროს უშიშროების საბჭოც გააკრიტიკა, კონფლიქტის გადაწყვეტის არაეფექტური პოლიტიკისათვის. ადამიანის უფლებათა დამცველმა უშიშროების საბჭოს უმოქმედობას „კატასტროფული" უწოდა და ამავდროულად, საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდა, გამოძიებულ იქნას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ფაქტები, რომელსაც სირიაში აქვს ადგილი.
უკანასკნელი მონამცემებით, სირიაში 60-დან 70 ათას ადამიანამდე დაიღუპა. ხელისუფლებასა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის კონფლიქტი ქვეყანაში 2011 წლის მარტიდან დღემდე გრძელდება. ორი წლის განმავლობაში, საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ მონახა ერთიანი გზა კონფლიქტის დასარეგულირებლად. დასავლეთის ქვეყნები შეეცადნენ ბაშარ ასადის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას, თუმცა, ჩინეთმა და რუსეთმა გაეროში რეზოლუცია დაბლოკეს. ეს ორი ქვეყანა მიიჩნევს, რომ კონფლიქტში თანაბარი დამნაშავე ორივე მხარეა.