მანანა ნაჭყებია: იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციაში აღმოჩნდება ალასანიაზე რეიტინგული კანდიდატი, ალიანსი მზადაა მის ირგვლივ გაერთიანდეს. ამის შესახებ "მემარჯვენეების ერთ-ერთმა წევრმა, "ჯი-ეიჰ-ენ"-თან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით თბილისის მერის არჩევნებზე, "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი ირაკლი ალასანია, ყველა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში ლიდერობს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კანდიდატი დაამტკიცებს თავის უპირატესობას, ალიანსი მის სასარგებლოდ კანდიდატურას მოხსნის.
"ჩვენი და "ენ-დი-აი"-ს გამოკითხვებით ირაკლი ალასანია უკონკურენტოა, თუმცა მზად ვართ ვითანამშრომლოთ იმ კანდიდატთან, რომელიც ოპოზიციას გააერთიანებს და ირაკლი ალასანიაზე მაღალი რეიტინგი ექნება", - განაცხადა მანან ნაჭყებიამ.