ყირგიზეთის სამხედრო სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ყურმანბეკ ბაკიევს დაუსწრებლად 24 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მის ძმას ჟანიშ ბაკიევს კი რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა სამუდამომ პატიმრობა მიუსაჯეს.
ორივე მათგანი ბრალდებულად აღიარეს რიგ მძიმე დანაშაულებებში, რომელშიც შედის მათ შორის დემონსტრანტების დახვრეტა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 2010 წლის აპრილში.
დამხობის შემდეგ ექს-პრეზიდენტი და მისი ძმა ქვეყნიდან გაიქცნენ და ამჟამად ბელორუსში ცხოვრობენ. პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მათ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
ყირგიზეთის ხელისუფლებას არაერგზის მიუმართავს მინსკისთვის და გაქცეულების ექსტრადაცია უთხოვნია, თუმცა უშედეგოდ.