სამართალდამცავებმა დაღესტანში ხუთი ადამიანი დააკავა, რომლებიც პოლიციელის ორი მცირეწლოვანი ვაჟის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი. ბავშვებს ყელი წუხელ საკუთარ სახლში ბოროტმოქმედებმა გამოჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
დამატებითი ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ ჯერ ჯერობით არ ვრცელდება. საქმე პირად კონტროლზე რუსეთის შს მინისტრს ჰყავს აყვანილი.
შეგახსნებთ, რომ დაღესტანში ბოროტმოქმედებმა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლის ორ მცირეწლოვან შვილს ყელი გამოჭრეს.
"წუხელ, პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც სახლში მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად დაბრუნდა ორი მცირეწლოვანი 9 და 11 წლის ვაჟები ყელისა და მუცლის არეში დანით დაჭრილები ნახა", _ იუწყებიან ადგილობრივი სამართალდამცავები.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელებმა პოლიციელის სახლიდან ოქროს ნაკეთობები და ფული გაიტაცეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.