ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ცდის ჩატარებას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევად აფასებს.
ჩრდილო კორეის მიერ განხორციელებული ქმედება დაგმეს ასევე გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა, აშშ-მ, სამხრეთ კორეამ და დიდმა ბრიტანეთმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ჩრდილო კორეის მიმართ ახალი საერთაშორისო სანქციები უნდა დაწესდეს და დასძინა, რომ აშშ საკუთარი თავისა და თავისი მოკავშირეების დასაცავად ძალღონეს არ დაიშურებს.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ბირთვული იარაღის აფეთქების სიმძლავრე შესაძლოა 10 კილოტონამდე იყო.