ჩრდილოეთ კორეამ წარმატებული ბირთვული ცდის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ თავის ისტორიაში ჩატარებული მესამე ბირთვული ცდაა.
სამშაბათს ჩრდილოეთ კორეაში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომელთა ეპიცენტრიც ჩრდილო კორეის ბირთვული პოლიგონის ახლოს მდებარეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მიმდინარე წელს ფხენიანმა არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ბირთვული ცდის ჩატარებას აპირებდა.
აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა ბიძგების სიმძლავრე 4.9 მაგნიტუდით შეაფასა. გაეროს ბირთვული მონიტორინგის სააგენტომ კი "უჩვეულო სეისმური მოვლენის" შესახებ გააკეთა განცხადება. იმავდრულად, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ამ ბირთვული ცდის ჩატარების შესახებ გახდა. ეს ინფორმაცია ფხენიანმა ამ დილით კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა საგანგებოდ იკრიბება.