დაღესტანში ბოროტმოქმედებმა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლის ორ მცირეწლოვან შვილს ყელი გამოჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
"წუხელ, პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც სახლში მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად დაბრუნდა ორი მცირეწლოვანი 9 და 11 წლის ვაჟები ყელისა და მუცლის არეში დანით დაჭრილები ნახა", _ იუწყებიან ადგილობრივი სამართალდამცავები.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელებმა პოლიციელის სახლიდან ოქროს ნაკეთობები და ფული გაიტაცეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ბოროტმოქმედთა ძებნა მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ამ მკვლელობის გამოძიება, რუსეთის შს მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა.