ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ბირთვული გამოცდის შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი" სამხრეთკორეულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
თავის მხრივ, ერთმა დიპლომატმა, რომელიც გაეროში მუშაობს, სააგენტოს ანონიმურად შეატყობინა, რომ ორგანიზაცია ბირთვული გამოცდის შესახებ ინფორმირებული იყო. ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული გამოცდის ჩატარების შესახებ, გაეროს სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ შეატყობინა.
ჩრდილოთ კორეას მიწისქვეშა ბირთვული გამოცდის შესახებ ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებია, თუმცა, ჯერ კიდევ იანვარში იყო ცნობილი, რომ ქვეყანა თავის ისტორიაში მესამე ბირთვული გამოცდისთვის ემზადებოდა.