. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის მტკიცებით, დევნილების ქუჩაში გამოყრის პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს.
ამის შესახებ სუბელიანმა დღეს, პარლამენეტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
"დევნილების ქუჩაში გამოყრის პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს, ხოლო გამოსახლების შემთხვევაში არცერთ დევნილს ქუჩაში დარჩენის საფრთხე არ ემუქრება. პრობლემები ამ მიმართულებით მაშინ იჩენს თავს, როცა დევნილებს სასამართლოში ფიზიკური თუ იურიდიული პირები ედავებიან", - განაცხადა სუბელიანმა.
"თუკი სასამართლო აღიარებს მათი საკუთრების უფლებას და აკმაყოფილებს მოსარჩელეთა მოთხოვნას, გამოსახლებები სწორედ ასეთ შემთხვევებში დგება დღის წესრიგში. თუმცა ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო არცერთი დევნილი ქუჩაში არ დარჩეს", - განმარტა მან.
ამასთან, სუბელიანის თქმით, სახელმწიფომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, "როცა უარი თქვა მის საკუთრებაში არსებული შენობების პრივატიზაციაზე, სადაც დევნილები ცხოვრობენ და ეს ფართები მათ საკუთრებაში გადასცა".