,,დაკითხვაზე არ გამოცხადება და ამგვარი ტონით ლაპარაკი უბრალოდ თავხედობაა, - განაცხადა ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკითხვაზე არ გამოცხადების შეფასებისას და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანმა კანონს პატივი უნდა სცეს.
,,გამოძიებას ყველამ პატივი უნდა სცეს და დაკითხვაზე არ გამოცხადება და ამგვარი ტონით ლაპარაკი უბრალოდ თავხედობაა. ის რაც საჯარო ბიბლიოთეკასთან მოხდა დასაგმობია და ყველა დამნაშავე დაისჯება, ამის პირობას გაძლევთ როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი", _განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ რვა თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ლევან ბეჟაშვილი, გიორგი კანდელაკი და სერგო რატიანი დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა ისინი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებენ და გამომძიებლებს დასაკითხად პარტიის ოფისში ეპატიჟებიან.