ჯანდაცვის სფეროს "გადაუდებელი მკურნალობა" სჭირდება. ამ განცხადებას ~სამართლიანი საქართველოსთვის~ პრესცენტრი "ჯი-ეიჰ-ენ"-თან საუბარში აკეთებს.
"ჯანდაცვის სფერო უმძიმეს მდგომარეობაშია. ხელისუფლების მიერ გატარებული ფსევდო-რეფორმის შედეგად, ეს დარგი კიდევ უფრო დაინგრა და მოიშალა. დღეს უკმაყოფილებას გამოთქვამს ორივე დაზარალებული მხარე _ ექიმიც და პაცინტიც. შექმნილი სავალალო ვითარების მთავარი მიზეზია ჯანდაცვის სფეროს არასათანადო დაფინანსება. სააკაშვილის ხელისუფლებამ ამ უმნიშვნელოვანესი დარგისთვის 2010 წელს მხოლოდ 409 მილიონი ლარი გაიმეტა", - ნათქვამია სამართლიანი საქართველოსთვის~ განცხადებაში.
მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ მიიჩნევს, რომ მდგომარეობა მანამდე არ გამოსწორდება, სანამ ხელისუფლებისთვის ჯანდაცვა პრიორიტეტული მიმართულება არ გახდება. ჯანდაცვის სისტემის მეტ-ნაკლებად ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ორჯერ მეტი თანხის გამოყოფაა საჭირო. საქართველოში ჯანდაცვაზე უნდა იხარჯებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%, რაც დღეისათვის შეადგენდა 800მლნ ლარს.
მოძრაობის განცხადებით, ასევე სერიოზულ გადახედვას საჭიროებს მთავრობის სადაზღვევო პოლიტიკა. არასწორი იყო პროგრამული დაფინანსების ჩუმად გაუქმება. პროგრამული დაფინანსება უნდა შენარჩუნდეს სადაზღვევო სისტემის ადექვატურად ამუშავებამდე. სახელმწიფომ უნდა დაზღვევიოს მოსახლეობის 70%. ამასთან, სახელმწიფომ მოსახლეობისთვის უნდა შეისყიდოს დაზღვევის არა იაფი პაკეტი, არამედ ხარისხიანი.
"გადაუდებელ რეფორმირებას საჭიროებს ჰოსპიტალური სექტორიც. დღევანდელი ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებიტ, საჭიროა პრივატიზების პროცესის შეჩერება. ის პრივატიზებული საავადმყოფოები, სადაც პირობები არ სრულდება, სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს. სახელმწიფომ უნდა აიღოს ახალი ვალდებულება, რომ 7 წელიწადში მთელ საქართველოში ახალ საავადმყოფოებს ააშენებს", - მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" პრესცენტრი.
"ერთიანი საქართველოსთვის" ნარკომანიაზეც საუბრობს და ამ პრობლემის მოგვარებისთვის ხელისუფლებისგან თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.
"ქვეყანაში დღემდე უმწვავეს პრობლემად რჩება ნარკომანია. პირველ რიგში, საჭიროა საკანონმდებლო ბაზის გადასინჯვა. ნარკოტიკის მომხმარებელს უნდა მივუდგეთ როგორც ავადმყოფს, და არა როგორც კრიმინალს. ეს, სხვათა შორის, გამორიცხავს დაკავებულისთვის ნარკოტიკების ჩადებასაც. ნარკომანიასთან წარმატებული ბრძოლის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა საჭირო ინფრასტრუქტურის, გრძელვადიანი მკურნალობის ნარკოთავშესაფრების შექმნა", - ნათქვამია სამართლიანი საქართველოსთვის~ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები