აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში მომხდარ ძალადობას გმობს. განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა ანალიტიკურ გამოცემა "ფორინ პოლის" თან საუბარში გააკეთა და აღნიშნა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა მხარეს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ ვგმობთ თბილისში მომხდარ ძალადობას და ყველა მხარეს მოვუწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის",- განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
მასალის გამოყენების პირობები