თბილისის საკჯრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" და "ქართული ოცნება -თბილისის" თავმჯდომარეებმა ზაზა გაბუნიამ და გიორგი მუსხელიშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთეს რომლითაც მერის გუშინდელ ქმედებებს გამოეხმაურნენ.
"ჩვენ აქამდე ვიცნობდით უპასუხისმგებლო დედაქალაქის მერს გიგი უგულავას, რომელიც უპასუხისმგებლო იყო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებთან დაკავშირებით. გუშინ ვნახეთ უპასუხისმგებლო დედაქალაქის მერი რომელიც ამჯერად პროვოცირბისათვის ორგანიზებული ჯგუფის ლიდერად მოგვევლინა. მაშინ, როცა პოლიცია წინასწარ შემუშავებული გეგმის საშუალებით ყველაფერს აკეთებდა შესაძლო დაპირისპირების აღსაკვეთად და საფრთხის ნეიტრალიზაციისთვის, გიგი უგულავამ, საკუთარ თანამზრახველებთან, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად, მოახდინა სიტუაციის ესკალაცია და დაძაბვა, რომლის გამოყენებას "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობს. აღნიშნული ფაქტი არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე"- განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.
"7 ნოემბერისა ადა 26 მაისის ავტორმა "კმარელმა" გიგი უგულავამ გუშინ მის ზონდერ გუნდთან ერთად სიტუაცია მაქსიუმალურ ექსკალაციამდე მიიყვანა. Gგიგი უგულავამ კარგად იცის, რომ პასუხი უნდა აგოს ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულობების გამო და გუშინდელი მისი მოქმედება ბოლო გაბრძოლება იყო ქვეყანაში მდგომარეობის დასაძაბად. მოვითხოვთ ყველა ის პირი რომლიც მი სლიდერ ქალაქის მერთან ერთად ქვეყნის არეულობის მცდელობას ეწეოდა პასუხისგებაში იქნან მიცემული."- აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისის " თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილი.