რესტორანში, რომელიც მოსკოვის ცენტრშია განთავსებული, წუხელ, გვიან ღამით სროლა ატყდა. რუსული მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.
რუსეთის შსს-ს პრეს-ცენტრის მიხედვით, რესტორან „ოლივაში" მოქალაქეთა ორი ჯგუფი ფიზიკურად დაუპირისპირდა ერთმანეთს, რის დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიც იქნა გამოყენებული. დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისათვის, უცნობია. უცნობია მონაწილეთა ვინაობაც. მათ ადგილიდან მიმალვა პოლიციის გამოჩენამდე მოასწრეს.