მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი საქმიანი ვიზიტით დღეს ყაზახეთში გაემგზავრება.
როგორც "ჯი-იეჩ-ენს" მოძრაობიდან აცნობეს, ნოღაიდელი ასტანაში რამდენიმე შეხვედრას გამართავს, მათ შორის, ყაზახეთის მთავრობის წევრებთან.
ქვეყნის ყოფილი პრემიერი თბილისში 18 თებერვალს დაბრუნდება. ვიზიტის დეტალებზე ის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავად გააკეთებს.