,,ქდმ"-ს ყოფილმა წევრმა ჯაბა სამუშიამ პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის გუნდში გააგრძელოს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სამუშიამ განაცხადა მას ინტენსიური ურთიერთობა აქვს ,,ქართულ ოცნებასთან".
,,მე მაქვს ინტენსიური, მჭიდრო ურთიერთობა ,,ქართულ ოცნებასთან" და მას ჩემთვის ახალო მდგარი პოზიციები აქვს", -განაცხადა სამუშიამ. რაც შეხება შეკითხვას რატომ შეიცვალა სამუშიამ დამოკიდებულება ,,ქართული ოცნებასთან"' მიმართებაში, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ოქტომბერში კოალიციის კონკურენტად მიიჩნეოდა ,,ჯი-ეიჩ-ენის" შეკითხვას თარგამაძის გუნდის ყოფილი წევრი ასე პასუხობს.
,,ოპოზიციის ოპოზიცია არ არსებობს. ივანიშვილისა და არც ,,ქართული ოცნების" ოპონენტი არასდროს არ ვყოფილვარ. ვერცერთემს გამოსვლაში ვერ ნახავთ, რომ რაიმე ფორმით ვეწინააღმდეგებოდი მათ. ისინიც იბრძოდნენ იმისთვის რისთვისაც მე ვიბრძოდი", -განაცხადა სამუშიამ.
შეგახსენებთ, რომ ჯაბა სამუშიამ ,,ქდმ" დატოვა.