ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს რამდენიმე საათში პარლამენტში ელოდებიან.
სუბელიანი ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზეა დაბარებული. მინისტრი კომიტეტის წევრების წინაშე გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების ანგარიშით წარდგება.
შეხვედრა დეპუტატების ინიციატივით გაიმართება. სუბელიანის სიტყვით გამოსვლას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.