,,ივანე მერაბიშვილის დაკითხვის აუცილებლობა დგას", _აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია როდის გეგმავს პროკურატურა ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის უკვე მესამედ დაკითხვას.
" სხვადასხვა საქმეები არსებობს, რომელზეც პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს და რომელთა მიმართებაში მერაბიშვილის დაკითხვის აუცილებლობა დგას. მათ შორისაა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიება, გირგვლიანის საქმე და არა მხოლოდ ესენი", - განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ივანე მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ორჯერ დაიკითხა.