ბიძინა ივანიშვილი დავით ბაქრაძის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უნიჭოს უწოდებს, _აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ აქამდე დავით ბაქრაძე ნიჭიერი ადამიანი ეგონა.
,,ბაქრაძის განცხადებას უნიჭო განცხადებას დავრქმევდი. კარგად ჩანს, რომ ისინი ისევ სხვა რეალობაში იმყოფებიან და კარგად ვერ გაიგეს იმ განცხადების ფასი, რომელის გუშინ საგანელიძემ და ფრაქციის ხელმძღვანელებმა გააკეთეს", -განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერას არ საჭიროებს.
,,მათი პოზიცია დაუჭერენ თუ არ დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას, არავითარ გავლენას არ ახდენს, პრაქტიკულად, არაფერს არ ცვლის ქვეყნისათვის", -განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენბეთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ რამდენიმე წინაპირობა წაუყენა, კერძოდ, კონსტიტუციით გამყარდეს საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობა და საკონსტიტუციო კვორუმის 3/4 -ით განსაზღვრას ითხოვს.