მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა რუსულ აგრესიაზე საქართველოსა და მსოფლიოში და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგია რუსეთის მიერ საქართველოში შექმნილი გამყოფი კედლის ნგრევაა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოში აგებული გამყოფი კედლის ნგრევა ქართველებისათვის მარტივი არ იქნება, მაგრამ ამისათვის ბრძოლას ქართველი ხალხი მიზანმიმართულად და მოთმინებით გააგრძელებს.
"ქალბატონობო და ბატონობო მოგმართავთ თქვენ რომლებმაც შეაჩერეთ ომი და მათაც ვინც მწვანე შუქი მისცა ეთნიკურ წმნედას ჩვენს ქვეყანაში. რომლებიც გუშინ ამ კედლებში ამბობდნენ, რომ ეს უნდა მომდხარიყო იმისათვიოს რომ გადაგვებიჯებინა წარსულისთვის. გეტყვით, რომ ერთადერთი რამ, რაც მათ გადააბიჯეს ეს იყო სუვერენული საზღვარი. თქვეს, რომ ეს უნდა მომდარიყო, როგორც მათმა წინაპრებმა დაიწყეს პოლონეთი 1939 წელს. ფინეთი 1940 წელს, უნგრეთი 1956 წელს ჩეხოსლოვაკია 1968 წელს და ავღანეთი 1979 წელს. მათ ასევე უნდა გაენადგურებინათ 400 ათასიანი გროზნო, უნდა მოესპოთ ამაყი ჩეჩენი ერი და მოეკლათ ათიათასობით უდანაშაულო ქალი და ბავშვი. მე მინდა ვთქვა დღეს ნათელია _ ქართველ ხალხს არ შეუძლია და არც მიიღებს ახალ გამყოფ ხაზს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის შეუცვლელი ვალდებულება. ადამიანის უფლებების დაცვა, მათი თანასწორობა, საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ცნობა არის ფასეულობები, რომელიც ქმნის უწყვეტი ძირითადი ღირებულებების საფუძველს.