საჯარო სამსახურები იღვიძებენ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს, რომელშიც საჯარო მოხელეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანეიან.
"საქართველო აპროტესტებს: საჯარო სამსახურები იღვიძებენ! საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 44 საჯარო მოსამსახურე განცხადებას ავრცელებს, სადაც დღევანდელ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ანტიევროპულ განცხადებას აკრიტიკებს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.