ბიძინა ივანიშვილი საკუთარი უცხოური ვიზიტებით კმაყოფილია და მათ წარმატებულად აფასებს. „მე მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, თუმცა ბოლოს ვაკეთებდი ამის შეჯამებას რომ ჩვენი ოპონენტები ახალ ახალ სიცრუეებს უყრიან საზოგადოებას. ძალიან წარმატებული ვიზიტები მქონდა პირადად. ჩემი ვიზიტი იგეგმება თურქეთშიც 14 თებერვალს",- აღნიშნა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, წარმატებული ვიზიტები ჰქონდათ მთავრობის წევრებსაც, რომლებიც სამუშაო ვიზიტით სხვადასხვა ქვეყნებში უკვე იმყოფებოდნენ.
"რუსეთთან დაიწყო ურთიერთობების დალაგების პროცესი. ზურაბ აბაშიძემ შეხვედრები განახორციელა, 1-ელ მარტს არის კიდევ დანიშნული მორიგი შეხვედრა. ის რომ გუშინ საქართველოდან მივლინებული დელეგაცია იმყოფებოდა რუსეთში ვაჭრობის აღდგენასთან დაკავშირებით, იმ ხვნა-თესვავ რომელსაც ჩვენ გაზაფხულიდაბ ვაპირებთ, ყველაფერი იწყება ბაზრიდან და ამას სჭირდება დამატებითი ბაზრები. მე გაბედულად ვსაუბრობდი საარჩევნო პროცესში, რომ ჩვენ აუცილებლად გავხსნიდი რუსულ ბაზარს. მე მხედველოიბაში მქონდა რომ წინა ხელისუფლება და დღევადელი ოპოზიცია, თვითონვე ზღუდავდა რუსული ბაზრის გახსნას, ეს მტკიცდება გუშინდელი მივლენებით. ბაზარი აუცილებელია, და მათ რიცხვში რუსული ბაზარი ძალიან საინტერესოა"- აღნიშნა ივანიშვილმა.