ვიცე-პრემიერი პოსტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ახალი მთავრობის 100-დღიანი საქმიანობის შეჯამებისას სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ვიცე-პრემიერის პოსტი ასე საინტერესო არაა და გუნდთანაც არ უმსჯელია.
"ამაზე გუნდთანაც არ მიმსჯელია, მაგრამ შემიძლია გითხრათ. მე ვიფქრობ, გიორგი მარველაშვილი კარგი კანდიდატი იქნებოდა", - განაცხადა ივანიშვილმა.