პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მთავრობა საქართველოის პრეზიდენტის პარლამენტში გამოვლას არ დაესწრება, - ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრეეკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან მთავრობის 100-დღის მუშაობის შედეგებზე ისაუბრა.
"არ ვაპირებთ ქუთაისში ჩასვლას და არ ვაპირებთ დავესწროთ. რაღა უნდა თქვას. ალბათ, ახალ სისულელეებს შემოიტანს. თუ ის პოზიციას შეიცვლის და, ამას დასჭირდება დიდი დრო, და მოახერხებს ოპონირებას. რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან მომავალში შევალთ პოლემიკაშიც, კოჰაბტაციაშიც. ოღონდაც, მათ მოახერხონ ობიექტური ოპონირება. ჩვენ არ ვაპირებთ ჩასვლას, მაგრამ პარლამენტი დახვდება", - განაცხადა ივანიშვილმა.