5 თებერვალს, ქ. ქუთაისში, სასტუმროში „ბაგრატი", 13:00 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინიციატივით, სამინისტროს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელობასა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლებს შორის ერთობლივი შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე დაგეგმილია მიმდინარე სამუშაო საკითხების განხილვა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხრიდან მოქმედი მანდატის შესახებ არსებული პრეზენტაციის წარდგენა. ღონისძიების მიზანია შსს-სა და EUMM-ს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტიპის შეხვედრა შსს-ს აღმოსავლეთ საქართველოს დანაყოფებსა და EUMM-ს შორის მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი