დღეს, 5 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნება.
ბიუროს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის ფორმატზე შეთანხდება.
პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში 8 თებერვალს, 14:00 საათზეა დაგეგმილი.