პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს თებერვლის ბოლოს შეხვდება. როგორც ჟურნალისტებთან განმარტა ჯერჯერობით შეხვედრის ზუსტი თარიღი გარკვეული არ არის.
,,მოგეხსენებათ, 14 ნოემბერს ერთი შეხვედრა უკვე გვქონდა და ახლა თვის ბოლოს ერთმანეთს ისევ შევხვდებით. ასე, რომ დიალოგი მიმდინარეობს და მიმდინარეობს საკმაოდ საინტერესოდ", -განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინს პირველი შეხვდება შვეიცარიაში 14 ნოემბერს გაიმართა.