ფრანგულმა სამხედრო თვითმფრინავებმა, მალის ჩრდილოეთით, ავიადარტყმების სერია განახორციელეს. დაიბომბა ქალაქი კიდალი, რომელიც ისლამისტების უკანასკნელი თავშესაფარია ქვეყანაში.
30-მა ერთეულმა ავიაციამ ფრენები მოამბოხეების სავარჯიშო ცენტრის დასაბომბად განახორციელა, რომელიც მალის ძნელადმისადგომ მთიან რეგიონში, ალჟირთან ახლოს მდებარეობს.
ამასთანავე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მალის ხელისუფლებას დაპირება მისცა, რომ პარიზი, მეამბოხეებზე გამარჯვების შემდეგ, ქვეყნის ჩრდილოეთის გაკონტროლებაში დაეხმარება.
ფრანგული ძალები, მალის ოფიციალურ არმიასთან ერთად, სამი კვირის განმავლობაში, ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყანაში, ისლამისტების წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენ. არსებობს საფრთხე, რომ ისლამისტებმა, შესაძლოა, გადაჯგუფება კიდალის სიახლოვეს მოახდინონ. ეს მეამბოხე დაჯგუფება ტუარეგების ტომის უფლებებისათვის იბრძვის.
მასალის გამოყენების პირობები