დავით ბერძენიშვილი ,,ნაცმოძრაოაბს" მოუწოდებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას სააკაშვილის ზურგს არ ამოეფარონ, -აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების"' დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა და ყველა დეპუტატს მოუწოდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღოს.
,,ჩვენ მივმართავთ ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტაციას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას ნუ ამოეფარებიან გნებათ სააკაშვილს, გნებავთ, სხვა პოლიტიკურ ხელმძღვანელს ზურგს", -განაცხადა ბერძენიშვილმა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები ბოლო სტადიაშია.
,,რაკი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაიჩემეს, რომ მათთვის საჯარო განხილვები კომფორტული გარემო არ იყო, ვთავაზობთ განხილვების საჯარო ფორმატს პარლამენტში, ტელევიზიებში, რადიოებში", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციას საჯარო დებატების გამართავს სთავაზობს.