საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ირანული მხარის თხოვნით საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი მოჯთაბა დემირჩილუ მიიღო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, მოჯთაბა დემირჩილუ უახლოეს დღეებში დაასრულებს თავის მოღვაწეობას საქართველოში.
შეხვედრის დროს განხილული იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის შედეგები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა მოჯთაბა დემირჩილუს მოღვაწეობას საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის პოსტზე და მას შემდგომი წარმატებები უსურვა.